სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა
ახალი გზა გურიის რეგიონში, ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების - გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის
აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კმ-იანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ამ ეტაპზე კი ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კმ-იც.
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა, პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია