საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე. იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მესამე თანაშემწე უგურ ტაჰნალი, შინაგან საქმეთა საკითხთა მრჩევლები ჰაკან ბეჩელი და ნეჯმეტინ თეტიკი ესწრებოდნენ.