საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საბერძნეთის პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი მიესალმნენ.
საერთაშორისო კონფერენცია პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა, სასულიერო პირებმა, თეოლოგებმა, ისტორიკოსებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თემებზე: „ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში, კრიზისის ფონზე: ლისაბონის ხელშეკრულების მე-17 მუხლი და მართლმადიდებლობის წვლილი“ და „ქრისტიანული ღირებულებები პოლიტიკის შემუშავების პროცესში: ოჯახის ინსტიტუტი და ტრადიციული ღირებულებები“, მოხსენებები წარადგინეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.