სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო” (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს. 

ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე  ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა  და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი  მოთხოვნების დაცვით განახორციელონ. - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.