თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ ისაუბრა სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ .
"მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი უწმინდესის მიმართ, რადგან არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს. მან შექმნა ეპოქა და 50-წლიანი ისტორია. მან არა მხოლოდ სულიერად გაგვამაგრა, არამედ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ჩემი ოჯახი. მე არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა და ის ყურადღება, რომელიც ჩემი ოჯახისა და ჩემ მიმართ გამოიჩინა, თუმცა მას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა თითოეული ადამიანის მიმართ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.




