შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

"ვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე. 
გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. 

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა. 

აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა. 
ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2014 წელს   17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს.

როგორ გაუჩინარებული ბიჭის დედამ გადაცემაში "შენი ამბავი" თაიასთან განაცხადა, 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი წავიდა, რომლებსაც ახლდათ გურამ დადიანიძის  მამიდის ახლობელი. მიკროავტობუსი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ მათ გურამ დადიანიძე არ ჩამოყოლიათ. 

პირველადი ვერსიით, გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსული მათ უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.

გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ამბობს, რომ  ჯგუფი თბილისში ჩავიდა და მისი ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან.

სოფიო ბიბილაშვილი აზრით, მის შვილთან ერთად მლეთაში მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.

დედა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის შვილს მთის ფერდობიდან ჩამოსვლის დროს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.

2026 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება გაავრცელა   სადაც ნათქვამია, რომ შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა