სილქ როუდ ჯგუფის განცხადება

"გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

გიორგი რამიშვილი მ/წ 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები." - ნათქვამია სილქ როუდ ჯგუფის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ინფორმაციით,  6 ივლისს, თბილისის აეროპორტში გიორგი რამიშვილის ხელბარგის შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა მას ტარების უფლება არ ჰქონდა