ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყება.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გ აფორმდა, რომელშიც მომსახურების შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული. მომზადდება განმეორებადი პროექტის მოდელი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გამოიყენება.
სკოლაში, პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სამასწავლებლო, სამედიცინო კაბინეტი და კვებისთვის განკუთვნილი სივრცე. - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.




