ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განაგრძობს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები მოერგება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნებს, განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები, მოეწყობა სპორტული მოედანი.
სოფელ ფშაველის სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.