ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, სოფელ წითელხევში ხიდის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული დაზიანებული ხიდი სტიქიის შედეგად დაინგრა.
მდინარე კორისწყალზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კაპიტალური ხიდის მშენებლობა მიმდიბარეობს. სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ წითელხევის მოსახლეობა ამ ეტაპზე ალტერნატიული ხიდით სარგებლობს.




