"2024 წლის არჩევნებზე რეალურად დასრულდა ნაციონალური მოძრაობის დომინაციის ეპოქა. თვითმმართველობის არჩევნებზე ეს შეიძლება, გაფორმდეს და ახალი დომინანტი გაჩნდეს – ხაზარაძის სახით.ხაზარაძის ცდუნება ეს არის – მთავარი ოპოზიციონერობა უნდა.- ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

"იცის, რომ ნაციონალური მოძრაობაც და ახალიც არიან შავ დღეში. მათ არ აქვთ არც ტელევიზია და არც ფული (იმიტომ, რომ კეზერა გაწეულია, გაბუტულია) და ერთადერთი, ვისაც ტელევიზია და ფული აქვს, არის ხაზარაძე და ახლა შეუძლია, რომ მთავარი ოპოზიციონერი გახდეს, ანუ, მიშა ჩაანაცვლოს. ბიძინას ჩანაცვლება კი არ უნდა, მიშას ჩანაცვლება უნდა. რა საკრებულოს მანდატი? აქ არაფერ შუაშია საკრებულოს მანდატები. უნდა, რომ დამარცხებულებში დაჯდეს ქურდად. მიშა სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის". - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს