“ერთი გამაერთიანებელი ლიდერი გვინდა”-ზე.  ერთი ლიდერი კი არ გვინდა! მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე თავისუფალი საუბარი გვინდა და ამ თავისუფალ საუბარში ხალხი თავისით გაარკვევს, ერთი ლიდერი უნდა, თუ 27! როგორ გაარკვიოს ხალხმა ლიდერი, როცა ოპოზიციური სპექტრი მრავალი წლის განმავლობაში ხალხს არაფერს ეკითხებოდა, ისე “უნიშნავდა” რომელიმე ბელადის ან ოლიგარქის მორჩილ “ლიდერებს”? - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების"ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"რამდენი ეთერიც არ უნდა უყიდოს ხაზარაძემ პირობით დათუნაშვილს, როგორ გახდება ის ლიდერი, თუ ბუნებრივად არ არის ლიდერი? 

როგორ უნდა გამოიკვეთოს ლიდერი “დარასკლადებულ” ეთერებში სადაც დროს ხალხის ინტერესების მიხედვით კი არ გაძლევენ, დონორი ყიდულობს და ერთი კაცის ახირებებს ერგება?

სანამ ოპოზიციურ ველზე თანასწორი მოედანი არ იქნება ხალხის პრობლემებზე სამსჯელოდ,  ლიდერშიფის კრიზისი გაგრძელდება.

საბედნიეროდ ტელევიზიებად წოდებული ოლიგარქიული სათბურების გავლენა სუსტდება და მათ ბოლომდე გაპარტახებაზეა დამოკიდებული ლიდერშიფის კრიზისის გადაწყვეტა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში"