სააკაშვილის ტანტრუმებს იმიტომ არ ვუთმობ დროს, რომ აღარავის აინტერესებს.
ბენზინის ფასზე, განათლების სისტემაზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ვიდეოებს ათასჯერ და ათიათასჯერ უკეთ მიაქვს, ვიდრე სექტარიანულ გარჩევებს. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლოდერი სოციალურ ქსელში წერს. 

"იყო დრო, როცა მიფრინავდა - ისევ სააკაშვილის აქტუალურობიდან გამომდინარე, მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა.  
საქმე დგას მარტივად! 
არსებობს შეთანხმება. 
შეთანხმებასთან შემოერთება არის ნებაყოფლობითი. 
ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებიდან გასვლა არის ნებაყოფლობითი. 
ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, რეალობას უარყოფს - მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდვრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება. 
უფრო მეტი - ჩავლაც კი მეზარება. 
შეთანხმება იქნება დაცული, რადგან ეს შეთანხმებაა გამარჯვების ერთადერთი გზა.
ვინ ივლის ამ გზაზე და ვინ გააგრძელებს თვითდესტრუქციას -  კერძო გადაწყვეტილების საქმეა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის."