საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.

დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე  მოემსახურება.  აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც. ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე,  02:00 საათამდე ისარგებლონ.

ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა  უფასო იქნება.