არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ალაზნის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო. 

სიტყვიერი დაპირისპირებისას,  ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.

არასრულწლოვანი  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ფაქტზე  დაწყებულია გამოძიება.