ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან - ყულევის პორტთან ახლოს დრონის ფრაგმენტი იპოვეს.  როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო,  რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს

ანალიტიკური გვერდი World Military წერს, რომ ის სავარაუდოდ რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონია.

"ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფ.ყულევთან, სოკარის ტერმინალის სიახლოვეს, სანაპირო ზოლზე, ზღვამ გამორიყა უცნობი დრონი. ჩემი პირველადი შეფასებით, ეს უნდა იყოს რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი, რომელიც ან ტექნიკური ხარვეზის გამო ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად, ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ის ყულევთან გამორიყა" - წერს, World Military.