დასრულებულ სამუშაოებს ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან ერთად გაეცნო.


რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ხიდის იერსახე, საყრდენი კონსტრუქციები და სავალი ნაწილი. ასევე მოეწყო ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის განკუთვნილი სივრცე და დამონტაჟდა განათების სისტემა.

"განახლებული ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს,"- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 864 000 ლარს შეადგენს.