ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ სივრცეს მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მოადგილებთან ზაზა ხვედელიძესთან, ნინო ჭაბუკიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სოფლის მცხოვრებლებთან ერთად გაეცნო.

"მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი პრიორიტეტია. საფეხბურთო მოედანი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სპორტით აქტიურად დაკავების შესაძლებლობას მისცემს. მუნიციპალიტეტი მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.