ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, წერს რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში.
ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. - წერს საელჩო "ფეისბუკში".




