2026 წლის 13 აპრილიდან, საქართველო გახდება ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

2026 წლის 13 აპრილიდან, საქართველო გახდება ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა.

25 მარტს, საფრანგეთის თავმჯდომარეობის ბოლო სხდომის ფარგლებში, გაიმართა საქართველოსთვის თავმჯდომარეობის სიმბოლურად გადაბარების ცერემონია.

საქართველო უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმს უხელმძღვანელებს 4 სექტემბრამდე, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გადაიბარებს გაერთიანებული სამეფო.

უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთო-ს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა. -  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.