თბილისის მერიის ინფორმაციით,ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
ორმხრივი შეზღუდვა რომელაშვილის ქუჩიდან 154-ე საჯარო სკოლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ, ავტობუსები - N317, N386, N375 და მიკროავტობუსი N510 აბაისა და რომელაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
ამ დროისთვის, ბოთერაშვილის ქუჩაზე დაზიანების არეალში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, ასევე, გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილისი ენერჯი“ შეასრულებს.
მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარის დაგებას ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. - ნათქვამია დედაქალაქის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.




