საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ საელჩო  სოციალურ ქსელში წერს.

9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას." -  წერს ამერიკსი საელჩო