რობერ სტურუას სპექტაკლს "ვეფხისტყაოსანს" საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტრომ სპექტაკლის განათებისთვის ძვირად ღირებული განათება იყიდა.
რეჟისორი კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!
გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)
როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:
“გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”
აკაკიმ თქვა, რომ - 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!
დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები( შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”
127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:
“გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!”
გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!" - წერს რობერს სტურუა "ფეისბუკში".
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადა აღნიშნულია - ტყუილია, თითქოს სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა




