ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებს, საბავშვო ბაღის დასრულება მიულოცა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით  საბავშვო ბაღში სწავლა 150-მა აღსაზრდელმა დაასრულა,  ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პატარებმა პედაგოგებთან და მშობლებთან  ერთად, მერიის წინ მდებარე ახალგაზრდულ სკვერში იზეიმეს.

ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს