თელავში უკვე მესამე დღეა 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებენ. მამაკაცი 12 ივნისს, დილის 09:00 საათზე, თელავიდან, საკუთარი სახლიდან გავიდა. ოჯახს დაუბარა, რომ მთებისკენ მიდიოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მიზეზი.
სახლიდან გასვლისას მამაკაცს ეცვა შავი ფერის მაისური, შარვალი და კედები. პოლიციამ მისი მანქანა ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა.
„გთხოვთ ყველას, ვინც კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი თელავისა და ყვარლის ილიას ტბის მიმდებარედ იმყოფებით: კარგად დააკვირდეთ ფოტოს (რომელსაც პოსტს ვურთავთ. თუ სადმე შეამჩნევთ, შეაჩერეთ, შეეცადეთ დაამშვიდოთ და სასწრაფოდ დაუკავშირდით ოჯახს ან პოლიციას!
საკონტაქტო ნომრები: 568 83 53 80, 591 28 59 49 ან დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე: 112
დრო ძალიან ძვირფასია. დაგვეხმაროთ მის პოვნაში! “ - აღნიშნულია განცხადებაში.




