ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში, მიმდინარე  ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

 სოფელ ხანში მიმდინარეობს  ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა.

სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს და პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს