ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ,  მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. 

ადგილობრივი თვითმმართველობიდან ფულადი ჯილდო  და დიპლომები მაღალმთიანი, მცირე კონტიგენტიანი სკოლების სამ აბიტურიენტს გადაეცა.
დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.  მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფინანსური წახალისება სამმა კურსდამთავრებულმა  


ელენე ზირაქაძემ (ზეგნის პირველი საჯარო სკოლა), ოლეგ თაბუკაშვილმა (საკრაულას სკოლა) და  ქეთი ტაბეშაძემ( ხანის სკოლა) მიიღეს.