საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას დღესვე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 სექტემბრიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოციალურ ქსელში დაწერა: "მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს."