შეხვედრა 2027 წელს დაგეგმილი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის ინტეგრირებული შეფასების მისიის (IRRS) მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში გაიმართა.
IRRS მისია გულისხმობს ქვეყნის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემის შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მხრიდან თვითშეფასების განხორციელებას, რაც შესაბამისი პროგრამული სისტემის დახმარებით განხორციელდება.
გამართული შეხვედრების ფარგლებში, IAEA-ის ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს მისიის ძირითადი მიზნები, სამუშაო პროცესი და ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლის მიხედვითაც შეფასდება ქვეყნის მარეგულირებელი სისტემა.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული პრაქტიკული ტრენინგების დროს მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თვითშეფასების ელექტრონული პროგრამის გამოყენებისა და მათი უფლება-მოვალეობების შესახებ.
თვითშეფასების დასრულების შემდეგ მომზადებული ანგარიში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადაეგზავნება, რაც 2027 წელს დაგეგმილი მისიის ეფექტიანად და წარმატებით ჩატარებას შეუწყობს ხელს.




