ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ნანა ხორავამ 108კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 126 კგ დააფიქსირა, რაც მეოთხე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 234 კილოგრამით კი მან მეოთხე ადგილი დაიკავა.




