დონალდ ტრამპმა Artemis 2-ის ასტრონავტებს წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტი პარასკევს Artemis-ის მისიის იმ ოთხი ასტრონავტის დედამიწაზე წარმატებულ დაბრუნებას გამოეხმაურა, რომლებმაც მთვარეს შემოუარეს.
მან მისიას „შთამბეჭდავი“ უწოდა და ახალი მიზანი — წითელი პლანეტა დაასახელა. „ვულოცავ Artemis II-ის ბრწყინვალე და ნიჭიერ გუნდს.
ვულოცავ Artemis II-ის საოცარ და ძალიან ნიჭიერ ეკიპაჟს! მთელი ფრენა განსაცვიფრებელი იყო, დაშვება იდეალური და, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უზომოდ ვამაყობ თქვენით! მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას თეთრ სახლში მალე. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ და შემდეგ, შემდეგი გაჩერება იქნება მარსი!




