თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი მემორიალთან სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დააკავეს ორი პირი. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, მეორე პირი კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთმა მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და იგინებოდა.