ქვეყნების ჯგუფის ჭრილში, იანვრის ექსპორტის წლიურ ცვლილებაში, ევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებული
საექსპორტო შემოსავლების პოზიტიურმა წვლილმა 6.0 პპ შეადგინა. ეს ძირითადად ნავთობპროდუქტების, თხილის,
ფეროშენადნობებისა და სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდას უკავშირდება.– ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე პერიოდში, ქვეყნებს შორის, საექსპორტო შემოსავლები ძირითადად ჩინეთიდან და თურქეთიდან გაიზარდა.
თუმცა ექსპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში შემცირებულია, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის კლების
გამო.
ჩინეთში ძირითადად გაზრდილია ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი, ხოლო თურქეთში - ნავთობპროდუქტების ექსპორტი.
იანვარში საქონლის ექსპორტის უდიდესი წილი მსუბუქ ავტომობილებს (21.0%-იანი წილი მთლიან ექსპორტში)
ეჭირა. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებიდან გაზრდილია ძვირფასი ლითონების მადნების, სპილენძის მადნების,
ფეროშენადნობებისა და თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.
წინა წელთან შედარებით სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტი უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო. – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.




