"თბილისის ენერჯის" ინფორმაციით, გაზსადენზე მგაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება დიღმის მასივში 3900 აბონენტს შეუწყდა 

"გაზსადენის დაზიანების გამო, 03:00 საათზე გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა: დიღმის მასივის კვ. V-ში მდებარე კორპ. 17-ის მიმდებარედ (იგივე აღმაშენებლის ხეივანი 3), კორპ. 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მასივის კვ. VI-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22ბ, 22ა, 23, ევგენი მიქელაძის ნაკვ. 19/1, 4, 6-ში, გრიგოლ რობაქიძის ქ. 31-ში (ნაკვ. 27/018) მდებარე შპს ,,ნიუ გრუპი“-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ევგენი მიქელაძის, აღმაშენებლის ხეივანის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.


გაზმომარაგება აღდგენა დაიწყება დღეს 10:00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:

ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114" - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" გავრცელებულ ინფორმაციაში.