გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგნებისა და ხელფასის მიხედვით იხილეთ ლინკში https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03  მოცემულ დანართში.

მსურველებმა გთხოვთ,  2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის  22 მარტის ჩათვლით განაცხადები (განაცხადის ფორმა)  გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge, ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა - 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 24 მარტის ჩათვლით;

II ეტაპი - გასაუბრება - 2026 წლის 6 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;

III ეტაპი - ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) - 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე.

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.

შერჩევის კრიტერიუმები:

1.         უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);

2.         მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);

3.         სერტიფიკატები;

4.         პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;

5.         პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;

6.         ტრენინგები, სწავლებები;

7.         ჯილდოები (მადლობა/წახალისება);

8.         უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ 2 წლისა;

9.         პროფესიული აქტივობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14

https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03