საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანული გამოცემა, "ირნა" იუწყება რომ თეირანში მომხდარი რამდენიმე აფეთქების გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცე ექვსი საათით დაიკეტა.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9:30 საათზე, ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა თეირანის სხვადასხვა უბანში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს და ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა: ირანის უსაფრთხოების ძალებს ვეუბნები, დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი, თორემ გარდაუვალი სიკვდილი გელით
ისრაელში "განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა" გამოცხადდა.
ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა. ამერიკული მხატე ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.
იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.
ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.




