დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი" გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. სადაც განგვიცხადეს, რომ "გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია"
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თინათინ რუხაძის კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების ბრძანება გამოსცა. ასევე გაათავისუფლა მისი პირველი მოადგილე მაკა გურგენიძეც და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა. ოფიციალური ბრძანებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
კულტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა.