იანვარში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად
16.6%-ით, 282.6 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 10.2%-ით, 31.2 მლნ აშშ დოლარამდე.– ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა (7.9 პპ) შეიტანა წლიური 17.5%-იანი ზრდით. 10.0%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები
(კონტრიბუცია 2.0 პპ). რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი იანვარში 3.3 პპ-ს გაუტოლდა.
იანვარში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (45.4%), აშშ (18.4%) და რუსეთი (11.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.8%), გერმანიის (8.5%) და საბერძნეთის (7.9%) მაღალი წილი. – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.




