შაბათს, სამხრეთ ლიბანზე განხორციელებული ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მაშველი — ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, სამიზნე რეგიონში მდებარე ათამდე დასახლება გახდა.

სამინისტროს დაზუსტებით, სამი იერიში ნაბათიეს რაიონის სამ დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა. დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო თავდაცვის ერთი წევრი და „ჰეზბოლასთან“ აფილირებული „ისლამური ჯანდაცვის კომიტეტის“ ორი მაშველი.

ლიბანის ჯანდაცვის უწყება გმობს ისრაელის მხრიდან მაშველებზე განხორციელებულ „სისტემატურ“ თავდასხმებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პროირანულ ლიბანურ მოძრაობას შორის ომი მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყო.