აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და სამომავლო გეგმებზე „ფიქრობს“.

კალიფორნიის ყოფილი სენატორი, რომელიც ამჟამად არცერთ არჩევით თანამდებობას არ იკავებს, გასული წლიდან მოყოლებული აშშ-ში აქტიურ შეხვედრებს მართავს საკუთარი წიგნის — „107 დღე“ პრეზენტაციისთვის