თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას.
მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თამაშებში ბოიკოტის გამოცხადების არანაირი საფუძველი ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია.
„არანაირ ბოიკოტს არ შევუერთდებით. არაერთი მოწოდება გაგვიკეთეს, მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებითაც. რატომ უნდა შევუერთდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება. იგივენაირად სპორტსმენებმა რატომ უნდა გადადგან ასეთი ნაბიჯი, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მე ფეხბურთით ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში დაკავებული. ყველა საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია. ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთ შეჯიბრებებში წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




