თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 70 წლამდე ასაკის ქალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და ისე ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას.
მძარცველებმა 7000 ლარამდე ნაღდი ფულის და ოქროულობის წაღება შეძლეს.
ცნობილია, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.