კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურულ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა თეატრის, ლიტერატურის, კლასიკური მუსიკის, არქეოლოგიის, სამუზეუმო მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს




