ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა, რომელშიც მომსახურების გაწევის საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიზანია წალენჯიხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცეში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური და ეკოლოგიურად მდგრადი რეკრეაციული გარემო.
დაგეგმილია პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა.
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.




