ასეთ შეფასებებს აძლევს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გავლენიანი ფრანგული გამოცემა “ლე ფიგარო”, რომელიც ქართველი ფეხბურთელის როლს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს.

“მონაკოს“, „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ჩამოშორების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ ბარიერიც გადალახა. - წერს გამოცემა.

„პარკ დე პრენსზე“ გამართულ პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების (5:4) შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა ოთხშაბათს, საპასუხო მატჩში, „ალიანც არენაზე“ ფრე (1:1) დააფიქსირა. ეს იყო ტიტანების ბრძოლა მოქმედი ჩემპიონებისთვის, რომლებიც ტიტულის დაცვას 30 მაისს, ბუდაპეშტში, „არსენალის“ წინააღმდეგ შეეცდებიან.
დედაქალაქური კლუბისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის რიგით მესამე ფინალი იქნება. პარიზელებმა ბავარიაში კიდევ ერთხელ გააოცეს გულშემატკივარი თავისი რეალიზმით, სიმშვიდითა და გუნდური სოლიდარობით. - წერს გამოცემა.

ანგარიში მე-3 წუთზევე უსმან დემბელემ გახსნა, 

ხოლო ჰარი კეინის მიერ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა საპასუხო გოლმა მატჩის ბედზე გავლენა ვეღარ მოახდინა.

ისტორიული მიღწევა

ეს ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენის“ მორიგი საგმირო საქმეა — მანამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ მოუხერხებია ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.
მატჩის დასრულებისას ფეხბურთელები ემოციებისგან და დაღლილობისგან დაცლილები იყვნენ:

ისევ “კვარა“ იყო საგოლე გადაცემის ავტორი, რომელიც ბოლო წუთებამდე „ეშმაკივით“ იბრძოდა მოედანზე. - წერს ფიგარო.

“პირველივე შეტევისას, მოუხელთებელმა  „კვარამ“ საგოლე გადაცემა უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა (0:1, მე-3 წუთი).

“ამ ეპიზოდში, კვარაცხელია კვლავ გადამწყვეტი აღმოჩნდა. ნამდვილი „საწამლავია“ ეს ქართველი უცხოელების წინააღმდეგ” - ვკითხულობთ სტატიაში