უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა. პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ის სტაბილურია, საიმედოა და ყოველთვის მზად არის ბრძოლისთვის...
კვარა ყველა ტურნირზე გამორჩეული ფიგურაა. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება აქვს.
ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო" - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ის პლეიოფში ზედიზედ 4-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.




