სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

"ამიტომ, კითხვა რადიკალებს - „ომი გინდათ?“ - ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს,“- წერს ნინო წილოსანი.