ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც“ კი არის მართლა ამაზრზენი ასეთი განცხადების მოსმენა, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას. ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია. სამარცხვინოა, ამაზრზენია ეს რაც თქვა ამ კონკრეტულმა ნაციონალმა“, - განაცხადა პრემიერმა.