საქართველოს კულტურის სამინისტრო ინფორმაციით, უწყება აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას.

კონკურსის მიზანია:

საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა

რეგიონებში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაცია

თეატრების გააქტიურება და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება

მაყურებლის ჩართულობისა და კულტურაზეხელმისაწვდომობის ზრდაფესტივალი უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე: მატერიალური სახით – ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ელექტრონულად – info@culture.gov.ge

განაცხადები მიიღება 2 აპრილის ჩათვლით.ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ https://culture.gov.ge/.../kulturis-saministro-regionuli...