კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა.

საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ისტორიკოსები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა სამეცნიერო რეზოლუცია ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით. რეზოლუციას ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.